ახალი ამბები

პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეებს ალუმინის ვიტრაჟებს მოუწყობენ

შიდა ქართლში, პოლიციის განყოფილების უფროსს და მოადგილეებს კაბინეტებს მოუწყობენ. 

შსს ოთახებში ალუმინის ვიტრაჟების და ლითონის კარებების მონტაჟს აპირებს.

როგორც გამოცხადებული ტენდერიდან ვიგებთ, უწყება ოთახებს სურამის, აგარის, იგოეთის განყოფილებების უფროსების მოადგილეებს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს მოუწყობს. 

ხელშეკრულების მიხედვით, უწყება 45 785 ლარს დახარჯავს,  ამ თანხითვე მოხდება, იგოეთის განყოფილებაში კანცელარიის და სამორიგიეოს ოთახის მოწყობა და გომში დაზიანებული კარის შეცვლა.

აღსანიშნავია, რომ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისთვის 65 კონდინციონერის შეძენასაც აპირებს, რისთვისაც 230 000 ლარია გამოყოფილი.  ეს თანხა უკვე არსებული კონდიციონერების დემონტაჟს და ახლების მონტაჟს მოხმარდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.