ახალი ამბები

სტალინის ძეგლი არ დაბრუნდება და არც გამზირს გადაერქმევა სახელი – დავით რაზმაძე 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ მიუხედავად საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნისა, სტალინის ძეგლი ვერ დაბრუნდება, რადგან ამას კანონი კრძალავს. რაზმაძემ ასევე განაცხადა, რომ სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. 

“ჩვენ არანაირი დაპირება არ გაგვიცია, რომ სტალინის ძეგლი დაბრუნდებოდა. სტალინის ძეგლი ვერ ბრუნდება, რადგან აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკის განთავსება. დაახლოებით 12000 კაცის ხელმოწერა იყო, რომლებიც ითხოვდნენ ძეგლის დაბრუნებას, მაგრამ ეს შეუძლებელია. რაც შეეხება სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხს, ვერ გეტყვით ეს მოხდება თუ არა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია მუნიციპალიტეტში, ვისაც სტალინი უყვარს. ისე არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ბუნტი გამოიწვიოს საზოგადოების. მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ ჯერჯერობით”, – განაცხადა დავით რაზმაძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.