ახალი ამბები

გორში ახალი მცენარეები და საყვავილეები გამოჩნდა

გორში ახალი მცენარეები დარგეს. გამწვანების სამუშაეობში მონაწილეობა გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის საკალათბურთო გუნდის „ივერიონისა“ და საფეხბურთო გუნდის გორის „გორის“ წევრებთან ერთად მიიღო და მცენარეები გოგებაშვილის ქუჩაზე დარგეს. 

მერიის ცნოით, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანების სამუშაოები რამდენიმე ადგილას განხორციელდა.

“გოგებაშვილის ქუჩასთან ერთად, სხვადასხვა ჯიშის მცენარის ნერგები ლომჭაბუკის სკვერში, ვერხვების დასახლებასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაირგო”, – ამბობენ მერიაში. 

უწყების ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით ჯამში, ფიტოსპორიუმის, ლოროპეტალუმის, საკურას, ღვიისა და ტუიის 500 – მდე ნერგი დაირგო. გარდა ტუიისა, ყველა ჯიშის მცენარის ნერგები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ტენდერის საშულებით შეიძინა. ტუიის ძირები გორის მუნიციპალიტეტს ორგანიზაცია „სადაგმა“ და “პეპსიკომ” აჩუქეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.