ახალი ამბები

ზემო ხანდაკში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

კაპის მერიის ინფორმაციით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულიც ესწრებოდა. 

“დღეიდან ზემო ხანდაკში მცხოვრებ ბავშვებს განახლებული და კეთილმოწყობილი საბავშო ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ყველა შესაბამისი პირობა, რომ შეძლონ უსაფრთხო, ხარისხიან და კეთილმოწყობილ გარემოში განათლების მიღება.” – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა. 

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ორსართულიან შენობას ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია და ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 

“სოფელ ზემო ხანდაკში განახლებული, ახალი ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი საბავშვო ბაღი გავხსენით. შენობის გარდა მოეწყო ეზო, დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი საშუალებები. ამ ეტაპზე 65 ბავშვია რეგისტრირებული და იმედია მაქვს, რომ კონტიგენტი კიდევ უფრო გაიზრდება“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ბიუჯეტიც 751 662 ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.