ახალი ამბები

“გთხოვთ, გაწმინდოთ სარწყავი არხები” – ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეული 

ტინისხდის ადმინისტრაციული ერთეული მოსახლეობას მოუწოდებს, გაწმინდონ სარწყავი არხის კალაპოტები მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში. ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის სარწყავი არხი დაკეტილია. 

“სოფელ ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლების (ტინისხიდი, ოთარშენი, თედოწმინდა) მოსახლეობის საყურადღებოდ! ამ ეტაპზე, ძირითადი სარწყავი არხი გადაკეტილია. გთხოვთ, გაწმინდოთ სარწყავი არხის კალაპოტი იმ ადგილებში, სადაც არხი მოქცეულია თქვენს კუთვნილ მიწის ფართობებში (ეზო, მიწის ნაკვეთები), რათა სარწყავი არხის გაშვების შემდეგ, არხის კალაპოტში არ შეიქმნას წყლის გამტარიანობის პრობლემა. გთხოვთ, რეაგირება მოახდინოთ უმოკლეს ვადაში”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი