ახალი ამბები

გორში ერეკლე მეფის ნივთები გამოიფინება

გორში ერეკლე მეფის ნივთების გამოფენა მოეწყობა, – ამის შესახებ “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, გამოფენა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე “ერეკლეს აბანოს” საგამოფენოს სივრცეში მოეწობა.

“პირველად გორში მოეწყობა ერეკლე მეფის ნივთების გამოფენა. ეროვნული მუზეუმი დაგვეხმარა და ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა “ერეკლეს აბანოში”. იქნება ნივთები და სხვა მასალები. გამოფენა 14:00 საათზე დაიწყება და ასევე იქნება ბაზრობები, რომელშიც მონაწილეობას კასპი, ქარელი და ხაშურიც მიიღებს”, – ამბობს მაღლაკელიძე.

მისივე თქმით, 11 მაისს აღნიშნული ღონისძიებით ტურისტული სეზონიც იხსნება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები