გორელმა სპორტსმენებმა ჭაბუკთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კრივში 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ:
- გიგი ნონიკაშვილი (გორის კრივის სკოლა)
- ნინო ასტამაძე (ვარიანის კრივის სკოლა)
შეჯიბრებას გორმა უმასპინძლა. ორთაბრძოლები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტულ სკოლაში მიმდინარეობდა.
საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე), რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე. კონტინენტის ჩემპიონატი 19-31 ივლისს რუმინეთში ჩატარდება.
დატოვეთ კომენტარი