ახალი ამბები

სარკინეთთან სასულიერო პირების მიერ მოწყობილი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი მოშალეს

ძამას ხეობაში, ელბაქიანთკარში, სარკინეთის ტაძართან სასულიერო პირების მიერ მოწყობილი სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი მოშალეს.

“ბარიერის მოშალა დღეს მოხდა. ადგილზე იყვნენ მისულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და როგორც თქვეს, ეს ბეტონის ბარიერი მოიშლება და ახალი სტანდარტული მოეწყობა”, – გვითხრა ენმ-ის წევრმა, მარიამ ქელეხსაშვილმა.

ამავე თემაზე: სარკინეთში სასულიერო პირებმა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები თვითნებურად მოაწყეს

“მოზაიკას” ინფორმაციით, ბარიერის დემონტაჟს ესწრებოდა სასულიერო პირიც.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი