ახალი ამბები

სურამში ცენტრალური სტადიონი მოწესრიგდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც ხაშურის მერია ბიუჯეტიდან 800 000 ლარის დახარჯვას აპირებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა მოხდეს დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟი, დამცავი კედლის მოწყობა, სადრენაჟე სისტემის მოწყობა და გასახდელების რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი