ახალი ამბები

ორ ავტობუსში კონდიციონერის მონტაჟისთვის ტრანსპორტის სააგენტო 30 000 ლარს გადაიხდის

გორის ტრანსპორტის სააგენტო ორ ავტობუსში კონდიციონერების მონტაჟისთვის 30 000 ლარის გადახდას გეგმავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

“არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოსთვის გადმოცემულ 2 ცალ ავტობუსზე, ბოდგან А0921 ან/და ბოგდან А0922 — საშუალო კლასის ავტობუსზე (ძრავის მოცულობა 4570, დიზელი) კონდიციონერის დამონტაჟება”– ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში. 

სატენდერო პირობების მიხედვით, ავტობუსებში კონდიციონერის დამონტაჟება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან. სამუშაოები მომწოდებელმა უნდა შეასრულოს 30 სამუშაო დღეში, ხელშეკრულების დადების დღიდან.

დატოვეთ კომენტარი