ახალი ამბები

გორში ორ ადგილას ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა 

გორში ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე და სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე, ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა.

გორის მერიის ცნობით, შუქნიშნები ქალაქში გაადგილებას ბევრად უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. 

პროექტის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ორივე ლოკაციაზე მოეწყო ხმოვანი შეტყობინების სისტემა. გორში პირველად დამონტაჟდა საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებსაც. ერთ – ერთ გზაჯვარედინზე (სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა) დამონტაჟდა დამატებითი სექციებიც, რომლებიც აქამდე არ ყოფილა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.