ახალი ამბები

ალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 53 წლის მამაკაცის მიმართ გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელა.

ბრალდება მას 108 -ე მუხლუთ ჩადენილ დანაშულს ედავება, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.

დაცვა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით მაკარაძემ ბრალების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და აღკვეთის ღონისძიების საახედ პატიმრობა გამოიყენა.

პროცესის დროს სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, მიზეზი განსასჯელის არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. დაკავებულს 15 წლამდე პატიმრიბა ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი