ახალი ამბები

ქურდული სამყარო, არსებული კანონმდებლობა, მიღწევები და გამოწვევები – შეხვედრა ხაშურში 

ხაშურში, რაონულმა პროკურორმა არჩილ ბედუკაძემ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე: „ქურდული სამყარო, არსებული კანონმდებლობა, მიღწევები და გამოწვევები.“ შეხვედრა სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა, – ინფორმაცია ხაშურის მერიამ გაავრცელა. 

“საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც პროკურორს არაერთი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ხაშურის რაიონული პროკურორის განმარტებით, მსგავსი ხასიათის შეხვედრები, პერმანენტულად გაგრძელდება და სხვადასხვა საკითხებს მიეძღვნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.