ახალი ამბები

რუისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითხოვენ 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, ადგილობრივები სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითხოვენ. მათი თქმით, ჭის წყალი, რომელსაც მოიხმარენ მარილიანია და დასალევად უვარგისია. 

“ჭა გვაქვს ეზოში, თუმცა სასმელად ვერ ვიყენებთ, რადგან ლაბორატორიაში შევამოწმეთ და წყალი მარილიანია, რაც სასმელად არ ვარგა”, – ამბობს ნათია გურასპაშვილი.

” მშვენივრად მოდიოდა სასმელი წყალი ადრე, საჭიროა ნამდვილად. ჭა გვაქვს, მაგრამ არ ვიყენებთ დასალევად, მეტ წილად ვყიდულობთ ან წყაროდან მოგვაქვს. სოფელს აქვს იმის რესურსი, რომ ყველა ოჯახში იყოს ონკანები, როგოც იყო ჩემს ბავშობაში”, – ამბობს მარიკა ჯანიაშვილი.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა უახლოეს პერიოდში დაიწყოს. 

დატოვეთ კომენტარი