ახალი ამბები

ორი ოფისი ერთ ქალაქში – ენმ კასპში ახალ ოფისს ხსნის 

ორი ოფისი ერთ ქალაქში – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კასპში ახალი ოფისის გახსნისთვის ემზადება. პარტიის ინფორმაცით, ახალი ოფისები სხვა ქალაქებშიც გაიხსნება. 

“უახლოეს დღეებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კასპში ოფისს გახსნის. პარტიის , შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელის – ბადრი ბასიშვილის განცხადებით, იგეგმება ხაშურისა და ქარელის ოფისების გახსნაც”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

კასპში ამ დრომდე არსებული ოფისი იმავე ქუჩაზეა, სადაც ახალი უნდა გაიხსნას. ძველ ოფისიდან წაღებულია ინვენტარიც. არსებული ოფისის წარმომადგენლების ნაწილი პარტიის თავმჯომარის არჩევნების დროს მხარს ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერდა, ისინი ახალი ოფისის გახსნასა და ძველი ოფისიდან ინვენტარის წაღებას, სწორედ ამას უკავშირებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.