ახალი ამბები

ქარელის 4 სოფელში სამანქანო ხიდების რეაბილიტაცია მოხდება

ქარელის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, ქვენატკოცაში, დვანში, კნოლევსა და იმერხევში ხიდების რეაბილიტაცია მოხდება.

ქარელის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამანქანო ხიდების რეაბილიტაციისთვის უწყებამ თანხები შემდეგნაირად გადაანაწილა: 

  • ქვენატკოცის ხიდის რეაბილიტაცია, ღირებულებით არაუმეტეს 5 037 ლარი.
  • დვანში სამანქანო ხიდის რეაბილიტაცია, ღირებულებით არაუმეტეს 2 931 ლარი.
  • კნოლევში სამანქანო ხიდის რეაბილიტაცია, ღირებულებით არაუმეტეს 2 253 ლარი.
  • იმერხევის ხიდის რეაბილიტაცია, ღირებულებით არაუმეტეს 12 130 ლარი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი