კასპში, კოსტავას ქუჩა N#1-ში მდებარე კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებისთვის კასპის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებად 775 777 ლარია გათვალისწინებული.
“არქიტექტურული პროექტი მოიცავს შენობის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს, საინდანაც გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია. შესაბამისად, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უნდა მოხდეს იმ სამუშაოების შესყიდვა და განხორციელება რომელიც მითითებულია სატენდერო წინდადების 1.3 პუნქტში”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
დოკუმენტაციის მიხედვით დაგეგმილია, შენობის სრული რეაბილიტაცია, ასევე წყლის, კანალიზაციისა და ელექტროგაყვანილობების მოწყობა.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღე.
დატოვეთ კომენტარი