ახალი ამბები

გორი  Rugby World Georgia-ს ფესტივალს მასპინძლობს 

გორი Rugby World Georgia-ს პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელზეც დასწრება თავისუფალია, რაგბის სტადიონზე მიმდინარეობს, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

ღონისძიებაში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი მონაწილე კლუბი „ბარბაროსები“, რომელიც 2011 წელს დაბადებული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, 22 აპრილს “მონაკოს პრინცესას” საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.

დატოვეთ კომენტარი