“კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა კასპის რაიონში მძიმე სენით. საფრანგეთის საავადმყოფოშიც კი ვეღარ გადაარჩინეს”, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მელაძე.
ირაკლი უკვე წლებია კასპში დაბინძულებულ ჰაერზე საუბრობს და ხელისუფლებას ვითარების გამოსწორებას სთხოვს.
მისი თქმით, კასპში მავნე ნივთიერებების გავრცელება ოთხჯერ არის გაზრდილი, რაც მოქალაქეების დაავადების ერთ-ერთი მიზეზია.
“კასპი საშინლად არის დაბინძურებული და მავნე ნივთიერებების გავრცელება ოთხჯერ არის გაზრდილი. დასაშვები ნორმა 25% არის. გარემოს დაცვის ორგანიზაციამ (ჩემი ქალაქი მკლავს) ჩემთან ერთად გაზომა ჰაერის ხარისხი და სპეციალურმა აპარატმა 109 % აჩვენა, რაც თავისთავად კატასტროფულია”, – წერს მელაძე.
მელაძე წლებია ცემენტრის ქარხნის მეპატრონეებისგან ფილტრების 24-საათიან რეჟიმში მუშაობას ითხოვს.
“კონსტიტუციაში გარკვეით წეროა, რომ უფლება გვაქვს სუფთა გარემოში ვიცხოვროთ და ასევე მასზე ვიზრუნოთ. ქარხნების მეპატრონეებმა ვალდებულებები უნდა შეასრულონ და ფილტრები 24 საათიან რეჟიმში ამუშაონ. უხილავი მტერი ტრიალებს ჰაერში და არავინ არ იცის როდის ვის მიაკითხავს. მრავალჯერ დაგვპირდა დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდნენ, თუმცა კორუფციული გარიგების გამო კასპის მოსახლეობა გაგვწირეს”.