ახალი ამბები

ენმ – ს ლიდერებმა უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრეს 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ბადრი ბასიშვილთან და სხვა ლიდერებთან ერთად უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით ქუჩუკიანისა და მიხეილ მაზანაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

პარტიის წევრები ქარელის სოფელ ბებნისში და გორის სოფელი ზერტში იმყოფებოდნენ. 

“უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცები იბრძვიან საქართველოსთვის, იბრძვიან მშვიდობისთვის და ისინი არიან ქართველი გმირები. თავი შესწირეს მშვიდობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. ისტორიას აუცილებლად დარჩება მათი სახელი, როგორც ქართველი გმირები, ტერორისტ რუსეთთან მებრძოლი ჯარისკაცები”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ხვალ, 18 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დატოვეთ კომენტარი