ახალი ამბები

ვალია ბებო აღგომას მარტო შეხვდა – ოკუპანტებმა ახლობლებს მასთან მისვლა აუკრძალეს 

აღდგომის დღესასწაულს ვალია ვანიშვილი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მარტო, შეიარაღებული რუსი სამხედროების პირისპირ შეხვდა.

ვალია ბებოს დათა პაპას საფლვაზე გასვლა და მისითვის პატივის მიგება წელსაც მარტო მოუწევს. რუსი ოკუპანტები ვალია ბებოსთან ნათესავებს არ უშვებენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაკავებით იმქურებიან.

“ზერტიდან უნდა მოსულიყვნენ დათას ნათესავები და არ შემოუშვეს. მეზობელმა უნდა ამიყვანოს სასაფლაოზე და რაღაცეებს ვამზადებ. გუშინაც მომაწოდეს ქართველებმა რაღაცეები. დათას ბიძაშვილებიც უნდა მოვიდნენ გორიდან, არავინ არ მოვიდა ჯერ და აბა, რა ვიცი… მაღლიდან არ უშვებენ ხოლმე აქ, რუსები არ უშვებენ…. როგორ დავტოვო ეს არემარე და რუსებმა იქეიფონ? რუსმა მითხრა, რომ ესო ჩვენი მიწააოო” შენი მიწა რუსეთშია, ომი რომაა, იქ წადი, აქ რა გინდა, -მეთქი?”, – ამბობს ვალია ბებო. 

მოხუცი, ოკუპანტების ტერორის მიუხრდავად, საკუთარი მეუღლის ანდერძს ასრულებს, რომელმაც დაუბარა რომ არ დატოვოს სახლი და ოკუპანტებს ყოველთვის ხმამაღლა უთხრას, რომ ხურვალეთი საქართველოა.

დატოვეთ კომენტარი