ახალი ამბები

ხაშურში, სააღდგომოდ, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა – მერია

ხაშურის მუნიციპალიტეტში სააღდგომოდ სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მერიის ინფორმაციით, წესრიგდება სასაფლაომდე მისასვლელი გზები.

“დასუფთავების სამუშაოებში ჩართულები არიან ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ თანამშრომლები და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით მომუშავე პირები. მათი ინფორმაციით, ასევე წესრიგდება სასაფლაომდე მისასვლელი გზები, რათა მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება”, – წერს ხაშურის მერია. 

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს.

დატოვეთ კომენტარი