ახალი ამბები

ქარელის 10 სოფელი შეფერხების გარშე მოირწყვება – საქართველოს მელიორაცია

ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც “საქართველოს მელიორცია” წერს, პროექტის შედეგად შეფერხების გარშე მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი:

  • ფცა
  • თამარაშენი
  • მოხისი
  • შაქშაქეთი
  • წვერი
  • არადეთი
  • საღოლაშენი
  • ბრეთი
  • რუისი
  • ურბინისი

“პროექტის ფარგლებში, 240 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მილსადენი ახლით შეიცვალა, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგებას და საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. 3800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შეფერხების გარეშე მოირწყვება”, – ვკითხულობთ “საქართველოს მელიორაციის” განცხადებაში. 

კომპანიის ცნობით, პროექტის ღირებულება 1.1 მლნ ლარი იყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი