ახალი ამბები

სკრის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა გაიმართა 

სკრის საჯარო სკოლის ეზოში საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა გაიმართა. შემოსული თანხა გიორგი კუზიბაშვილის დასახმარებლად გადაირიცხა, – ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

გამოფენაზე მოსწავლეების მიერ დამზადებული სხვადასხვა აქსესუარები იყო გამოტანილი. 

“მშობლებო, თქვენ გარეშე არაფერი გამოვიდოდა! უღრმესი მადლობა სკრის საჯარო სკოლის გუნდის წევრებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, ტექნიკურ პერსონალს, ექთანს, მანდატურებს. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქ-ნ ნანა ტერმაკოზაშვილსა და მის თანამშრომლებს. გორის მუნიციპალიტეტის მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის. სკრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს, გამგებელსა და მის მოადგილეს, სკრის საბავშვო ბაგა-ბაღის გამგეს ქ-ნ ამალია კაკაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია ბეთლემის ხელმძღვანელს ქ-ნ მერი მაყიშვილს, სოფლის მოამაგე ქ-ნს მანანა მამულაშვილს, ყველას, ყველას, ვინც არ დაზოგა თავი კეთილი საქმისათვის და გვერდში დაგვიდგა”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ღონისძიებიდან შემოსულმა თანხამ 936 ლარი შეადგინა. 

დატოვეთ კომენტარი