ახალი ამბები

გორში, კომბინატის დასახლებაში საბავშვო ბაღი გაძარცვეს  

გორში, კომბინატის დასახლებაში მე-15 ბაგა-ბაღი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ტექნიკა. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, დილით მისულ ბაღის თანამშრომლებს ბაღი გაქურდული დახვდათ. ამ დროისთვის სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.