სტატიები

ქარელის მერიაში ხელმძღვანელი პირების ანაზღაურებაზე თვეში 43 081 ლარი იხარჯება

ქარელის მერიაში 9 სამსახური მუშაობს, რომლებიც საქმიანობას მათ ქვეშ არსებულ განყოფილებებთან ერთად ახორციელებენ. 

“მოზაიკა” დაინტერესდა, თუ როგორაა განსაზღვრული ქარელის მერიაში მომუშავე ხელმძღვანელი პირების ხელფასები 2023 წლის იანვრიდან. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება გაიზარდა. 

  • სამსახურის უფროსი – 1 815 ლარი;
  • განყოფილების უფროსი – 1 452 ლარი; 

აღსანიშნავია, რომ ქარელის მერიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე პირთა ხელფასები გორთან შედარებით დაბალია. მაგალითად, სამსახურის უფროსებს გორის მერიაში 605 ლარით მეტი ანაზღაურება, განყოფილების უფროსებს კი 197 ლარით მაღალი ხელფასი აქვთ. 

ამავე თემაზე: გორის მერიაში ხელმძღვანელი პირების ანაზღაურებაზე თვეში 97 000 ლარი იხარჯება

ინფორმაციისთვის, ქარელის მერიის 9 სამსახურის დაქვემდებარებაში ჯამში 9 განყოფილება არსებობს და მათი ხელმძღვანელების ხელფასებზე, ყოველთვიურად 13 068 ლარი იხარჯება. 

სამსახურის დასახელებაგანყოფილებების ოდენობა
1. ადმინისტრაციული სამსახური3
2. ეკონომიკური განვითარების სამსახური1
3. საფინანსო საბიუჯეტო სამსახური3
4. განათლების, კულტურის და სპორტისა სამსახური1
5. ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური1
6. ზედამხედველობის სამსახური0
7. იურიდიული სამსახური0
8. სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახური0
9. შიდა აუდიტის სამსახური0

აღსანიშნავია, რომ ქარელთან შედარებით, გორის მერიას 9 სამსახურის დაქვემდებარებაში, 15-ით მეტი განყოფილება აქვს შექმნილი და მათი უფროსების ხელფასებზე ყოველთვიურად 29 806 ლარით მეტს ხარჯავს. 

რაც შეეხება მერს, გორის მერთან შედარებით ქარელის მერს 479 ლარით დაბალი ხელფასი აქვთ. სხვაობაა მოადგილეების ხელფასებშიც:

ქარელის მერი – 5 5 71 ლარიგორის მერი – 6 050 ლარი;
ქარელის მერის პირველი მოადგილე – 4 235 ლარი;გორის მერის პირველი მოადგილე – 4 840 ლარი;
ქარელის მერის მოადგილე – 3 872 ლარი.გორის მერის მოადგილე – 4 235 ლარი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.