ახალი ამბები

ხელოვნების სახლმა პროექტი “ღია გალერეა” დაიწყო

“ხელოვნების სახლმა” პროექტი “ღია გალერეა” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საგამოფენო სივრცეში ადგილობრივ არტისტებს საკუთარი ნამუშევარი განათავსება შეუძლიათ. 

ნამუშევარი შეიძლება იყოს ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტო, ვიდეოარტი, პერფომანსი და ა.შ. 

პროექტის ავტორების აზრით, ამით ხელი შეეწყობა არტისტების დაკავშირებას, მათი ცნობადობის გაზრდას, ახალი იდეების გენერირებას და ტალანტების აღმოჩენას.

“საგამოფენო სივრცეები და გალერეები ხშირად არაა ხელმისაწვდომი ახალგაზრდა, დამწყები არტისტებისთვის, მათ ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ რომ მოხვდნენ ასეთ სივრცეებში, რაც იწვევს სფეროს განვითარების შეფერხებას და ხელოვნების თავისუფლების კლებას. ასევე პრობლემად რჩება არტისტებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობაც და იშვიათი გამონაკლისების გარდა არ გვხვდება კოლაბორაციული ნამუშევრები”, – ვკითხულობთ “ხელოვნების სახლის” განცხადებაში. 

ფოტო: ხელოვნების სახლი 
დატოვეთ კომენტარი