ახალი ამბები

მოხისის სასაფლაოსთან ალვის გამხმარი ხეები დგას – ოპოზიცია მათ გადაბელვას ითხოვს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში 6 წელია 3 ალვის ხის გადაბელვას ითხოვენ. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, საუბარია გამხმარ ხეებზე, რომლებიც სასაფლაოსთან დგას. 

“2017 წელს დავწერე განცხადება ამ ხეების გადასაბელვად, თუმცა მათი გადაბელვა ვერ მოხერხდა. ხეები მოხისის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა და ძალიან საშიშია სასაფლაოზე მისული ხალხისთვის, ხე მხოლოდ მერქანსღა უჭირავს”, – ამბობს თამარ დიასამიძე.

მისი პრეტენზიის საპასუხოდ, ქარელოს საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს მიაწვდის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი