ახალი ამბები

ბერშუთში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

ბერშუეთში  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დაკავებულ ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით,  რაც პოლიციელზე, თავდასხმას გულოსხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. 

პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბერშუეთში 4 პირი დააკავეს. მათგან ორს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

ამავე თემაზე: ბერშუეთში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

დატოვეთ კომენტარი