ახალი ამბები

ქვიშხეთში საყრდენი კედელი დაზიანდა – მერიამ გამაგრებისთვის 105 000 ლარი გამოყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მოხდება.

როგორც მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ვიგებთ, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 105 000 ლარი დაიხარჯება. 

დოკუმენტაციის მიხედვით, არსებული სიტუაცია ამ ეტაპზე ასეთია:

“კედლის დიდი ნაწილი ამჟამად დაშლილია, გრუნტი ჩამოზვავებულია და გადაფარული აქვს გზის ნაწილი. კედლის შემორჩენილი ნაწილიც დაზიანებულია და სავარაუდოა მისი დანგრვაც. სარეაბილიტაციო კედლის სიგრზე 29 მ-ია. ხოლო მისი ტანის სიმაღლე მერყეობს 3÷4 მ-ის ფარგლებში.”

ინფორმაციისთვის, დაზიანებული საყრდენი კედელი სოფელ ქვიშხეთში ლაცაბიძეების უბანში მდებარეობს. კედელი არსებულ ბეტონის საფარიანი საუბნო გზის გასწვრივაა და მისი დანიშნულება საუბნო გზის და საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიის ტერის ჩამოშლისგან დაცვაა. იგი წარმოადგენს ზედა მხრის სარდენ კედელს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი