ახალი ამბები

პროგრამა „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ უფრო მასშტაბური გახდება – ხაშურის მერი

პროგრამა “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” სამომავლოდ, ის უფრო მასშტაბური იქნება, – ამის შესახებ ხაშურის მერმა დაბა სურამში, სკვერის მოწყობის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. 

თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით, ამჟამად სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა საპილოტე რეჟიმში, მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება.

“პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესი. ტექნიკურ მხარეში, დაგვეხმარა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ , ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რა თქმა უნდა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან”, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა.

ინფორმაციისთვის, სურამში, იტრიის დასახლებასთან, სკვერის მოწყობის სამუშაოები სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება გარე განათებები, დასასვენებელი სკამები, ურნები, საბავშვო ატრაქციონები. მოეწყობა დეკორატიული აგურის კედელი, გაკეთდება ფანჩატური, იქნება მწვანე სივრცეები.

დატოვეთ კომენტარი