ახალი ამბები

4 აპრილს გორში ლეკვების გაჩუქების აქცია მოეწყობა 

4 აპრილს გორში ლეკვების გაჩუქების აქცია მოეწყობა. ღონისძიება შინაურო მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გაიმართება. 

“ეს დღე მიუსაფარი ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა ტრადიციულად ამ დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ხვალ 13:00 საათზე ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას სააგენტოში ვეპატიჟებით, სადაც მოეწყობა ლეკვების გაჩუქების აქცია. მსურველებს ეს დღე სააგენტოს ბინადრებთან ერთად შეუძლიათ გაატარონ”, – ამბობენ სააგენტოში. 

ინფორმაციისთვის, 2011 წლის 4 აპრილიდან, მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. ეს დღე უპატრონო ქუჩის ცხოველებისადმი თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების გამოხატვის დღეა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.