ახალი ამბები

2022 წელს ქარელის მერიამ 96 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა – საფინანსო სამსახურის ანგარიში

2022 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 400 000 ლარი სახვადასხვა სახის შესყიდვებზე დახარაჯა, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე  მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების უფროსმა ისაუბრა. 

ირმა ბაბრეციანის ინფორმაციით, 2022 წელს ქარელის მერიამ 184 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

“მათ შორის 66 ტენდერი პირველ ეტაპზე არ შედგა, 15 ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, 4 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა მოხდა, ხოლო 90 ელექტრონულ ტენდერზე გაფორმდა ხელშეკრულება”, – აღნიშნა ირმა ბაბრეციანმა.

მისივე ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში მერიამ 96 გამარტივებული შესყიდვა განახორციელდა. 

“მუნიციპალიტეტის საჭიროებებისთვის განხორციელდა შესყიდვები როგორც საქონლზე, ასევე სამუშაობზე და მომსახურებაზე და ამის საფუძველზე გაფორმდა 212 ხელშეკრულება. აქედან, 96 არის გამარტივებული შესყიდვა, 7 გადაუდებელი აუცილებლობით, 90 ელექტრონული და16 კონსოლიდირებული”.

ბაბრეციანის თქმით, განხორციელებული შესყიდვებიდან ნაწილი არის გარდამავალი და იგი 2023 წელსაც გაგრძელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი