ახალი ამბები

ხაშურის მერია წუხს, რომ მოსახლეობა გარემოს აბინძურებს  

ხაშურის მერიის ინფორმაციით, დაბა სურამთან ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები რეგულარულად ეწყობა.

“ხაშურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები რეგულარულად ხორციელდება, თუმცა მოქალაქეების მხრიდან გარემოს დაბინძურება კვლავაც გრძელდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

მერიის ცნობით, სამუშაოებს ახორციელებდნენ ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ თანამშრომლები. მათი ინფორმაციით, მსგავსი ტიპის მასშტაბური დასუფთავების აქციები, ინტენსიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა საჭირო ლოკაციას მოიცავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.