ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის იჯარით გაცემაზე აუქციონი გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ავტოსადგურის გასხვისება 10 წლით მოხდება და იჯარის წლიური ფასი 6 000 ლარი იქნება.
“აუქციონის პირობებში ჩადებულია მოთხოვნები, რომლის მიხედვით ცენტრალური შემოსასვლელი ქუჩის განტვირთვა უნდა მოხდეს. კერძოდ, არსებული მოსაცდელზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს დგომის უფლება აღარ ექნებათ”, – თქვა ზაზა გულიაშვილმა.
აუქციონში გამარჯვებულმა ობიექტზე უნდა უზრუნველყოს ავტოსადგურის სრულყიფილი მუშობა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსადგურის შენობის რეაბილიტაციისთვისაც, 2016 წელს ქარელის ბიუჯეტიდან 133 333 ლარი დაიხარჯა. მაშინ ზაზა გულიაშვილი ამბობდა, რომ შენობა სარეაბილიტაციო იყო. რემონტის შემდეგ, წლები ისე გავიდა, რომ ავტოსადგურმა ფუნქციონირება ვერ დაიწყო.