ახალი ამბები

სოფლები, სადაც ქარელის მერია საბავშვო ბაღების აშენებას აპირებს – ჩამონათვალი

ქარელის მუნიციპალიტეტში 8 საბავშო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება ქარელის 6 სოფელში:

  • რუისში, ურბნისში, აბანოში, ქვენატკოცაში, ბრეთში და წვერში.

დოკუმენტაციის მიხედვით, 6 საბავშო ბაღის მშენებლობისთვის 10 930 929 ლარი დაიხარჯება.

მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება 2 სოფელში:

  • ხვედურეთში და მოხისში.

ამ ორი ბაღის მშენებლობაზე 3 873 700 ლარი დაიხარჯება.

ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 15 კალენდარულ თვეში უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი