ახალი ამბები

14 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

14 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 63 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. 

დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი საავადმყოფოში გაიმართა.

“აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ის მოთავსებულია საავადმყოფოში, სასამართლო პროცესი გაიმართა პალატაში. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რაც შეეხება დაცვის მხარეს ითხოვდა აღკვეთი გარეშე დატოვებას”, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა, ბაჩანა ქარუზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით, ის “ოქროს მოწმის” პირადი შურისძიების მსხვერპლია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.