ახალი ამბები

სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული 63 წლის მამაკაცი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს 

ქარელიში,არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული 63 წლის მამაკაცი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ინფარქტის  ნიშნები ჰქონდა. 

დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, აღენიშნებოდა მაღალი წნევა და ტკივილი გულმკერდის არეში. 

ინფორმაციისთვის, გამოძიება 63 წლის მამაკაცს 15 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობას ედევაბა. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მას შურისძიების მიზნით, ცრუ ბრალი დასდეს. 


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.