ახალი ამბები

ფლავის საჯარო სკოლაში მოსწავლის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში, პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მეშვიდე კლასელ მოსწავლზე ფიზიკური ძალადობა დისციპლინურმა კომიტეტმაც დაადასტურა. ამ დროისთვის ძალადობაში მხილებული პედაგოგი სკოლიდან გათავისუფლებულია. 

შეგახსენებთ, რომ  მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

დატოვეთ კომენტარი