სტატიები

რა მდგომარეობაშია ამბულატორიები, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა სახელმწიფოს გადასცეს

გასულ წელს შიდა ქართლში არსებული ამბულატორიების შენოებიბის ნაწილი სახელმწიფოს ბალანსზე გადავიდა. კერძოდ, ა(ა)იპ-ის,  საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დაქვემდებარებაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სოფლებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება იყო. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ ა(ა)იპ -ს 8 ამბულატორიის შენობა გადასცა, რომლებიც საჭიროებდა რეაბილიტაციას, მათ შორის იყო ატენისა და ბნავისის ამბულატორიები. 

“ატენში არსებული ამბულატორიაც კარგად მუშაობს და ბნავისშიც რომ გავხსენით ისიც.  ატენში ყოველდღე მუშაობს და ბნავისში კვირაში ერთხელ”, – გვითხრა შოთა ვანიშვილმა, მერის წარმომადგენელმა ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

ხუთი ამბულატორია გადასცა ხაშურის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს. სოფელ ალის, ოსიაურის, ფლევის, ხცისისა და ნაბახტევის აბმულატორიები სამინისტროს ერთ-ერთ ა(ა)იპ-ს დაექვემდებარა. 

სახელმწიფოს ბალანსზე ხაშურის 5 ამბულატორია გადავიდა

როგორც ალის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, იაგო ქიტიაშვილმა “მოზაიკას” განუცხადა, აღნიშნულ სოფელში ამბულატორია ნორმალურად ფუნქცნიონირებს.

“ძალიან კარგად მუშაობს, ყველაფერი გამართულია. როგორც ვიცი სხვა სოფლებშიც არის დაგეგმილი აბმულატორიების მშენებლობა”, – გვითხრა იაგო ქიტიაშვილმა. 

ქარელის მერია 4 სოფლის აბულატორიას სახელმწიფოს 1 ლარად გადასცემს

იდენტური პასუხი გაგვცა ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, ლაშა ლურსმანიშვილმა.  მისი თქმით, ახალსოფელში ამბულატორია დაახლოებით სამი წლის წინ მოეწო. 

“ამბულატორია კარგ მდგომარეობაშია, დაახლოებით სამი წლის წინ არის გაკეთებული. ფუნქციონირებს ჩვეულებრივად”, – გვითხრა ლაშა ლურსმანაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, სამედიცინო ჰოლდინგისთვის ამბულატორიების გადაცემის მიზანი იყო, რომ მომხდარიყო აღნიშნულ ჰოლდინგს თვითონ ეზრუნა ამ ამბულატორიების გამართულ მუშაობაზე. მოეხდინა ამბულატორიების აღჭურვა წამლებით, ინვეტარით და ასევე უზრუნველყო კომუნალური ხარჯების დაფარვა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.