ახალი ამბები

“ვაგზავნით წერილს გენ.ინსპექციაში და ვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას”- ანი ბალიაშვილი 

ენმ-ს გორის ოფისის წევრები შსს- ს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავენ, რათა მოხდეს რეაგირება ანი ბალიაშვილის მისამართით დაწერილ შესაძლო მუქარის შემცველ კომენტარზე, რომელიც ერთ-ერთმა პოლიციელმა სოცილაურ ქსელში დაწერა, შემდეგ კი წაშალა. 

“ორი დღის წინ “ქართული ოცნების” კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მიერ დაწერილ პოსტზე, სადაც მე თვითონ ვიყავი მონიშნული, როგორც მიმართვის ადრესატი მიდიოდა ჩვენი კრიტიკა, უფროსწორად ლანძღვა. აღნიშნულ პოსტზე გააკეთა კომენტარი პიროვნებამ, რომელიც არის შსს-ს თანამშრომელი. აღნიშნულმა პიროვნებამ ფაქტობრივად, გამოხატა მუქარა ჩემსა და ჩემი თანაგუნდელების მიმართ. ამის გამო ჩვენ მივმართავთ შსს-ს გენინსპექციას, რათ შეისწავლოს ამ პიროვნების ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები”, – აღნიშნა ანი ბალიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, პოლიციელმა, ფეისბუქის ერთ-ერთ პოსტზე, სადაც ანი ბალიაშვილი იყი მონიშნული, მისი მისამართით დაწერა კომენტარი: “ვის დედას ჩავაცვა შავები, ჩემო სიხარულო?”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.