ახალი ამბები

გორში დაწყებითი სამხედრო და სალაშქრო მომზადების კურსები იწყება 

გორში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა გამოაცხადა მიღება სამხედრო-სალაშქრო მომზადების კურსზე. კურსები 23 აპრილიდან დაიწყება.  მონაწილეობა 14 წლიდან ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

“კურსი გაგრძელდება 2 თვე (7 თემატური კვირეული). თეორიები ჩატარდება პარასკევს, ხოლო 8 საველე გასვლა შაბათს, ან კვირას. ღირებულება: უფასო. ჩვენი კურსები გაიარა 1500-ზე მეტმა ახალგაზრდამ და არ დაფიქსირებულა მძიმე დაზიანების, ან ჩხუბის არცერთი შემთხვევა”, – ამბობენ ლეგიონის დამფუძვნებლები.

მსურველებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ ანკეტა: კანდიდატის ელექტრონული ანკეტა – გორი 

ლეგიონის ოფიციალური პარტნიორია თავდაცვის სამინისტრო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.