გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი, მიმოზა ღოლიჯაშვილი წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგად დასახელდა.
მას ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გადასცა.
“ჩვენ მასწავლებლები ვემსახურებით ბავშვებს, ჩვენი მოსწავლეები არიან ამ ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავალი. მე ვერ ვიდგებოდი აქ და ვერ განვახორციელებდი პროექტებს ჩემი მოსწავლეების, ჩემი სასკოლო საზოგადოებისთვის იმ ორგანიზაციების დახმარების გარეშე, რომლებიც ევრპული ღირებულებების განვითარებას უწყობენ ხელს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გორის მერიას პროექტის დაფინანსებისთვის “ჩვენ მშობლები და ერთი მიზანი”, რომელიც UASID-ის პროგრამის ფარგლებში განვახორციელეთ”, – აღნიშნა მიმოზა ღოლიჯაშვილმა დაჯილდოების დროს.