ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა 

საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა. ის ადგილზე გაეცნო გამყოფ ხაზთან არსებულ მდგომარეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც გაესაუბრა. 

ბერბოკი მანამდე თბილისში შეხვდა მის ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. 

“ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს,” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ფოტო: გიორგი ახალკაცი

დატოვეთ კომენტარი