ახალი ამბები

ქობესაანთუბანში 1-კილომეტრიანი გზის მოასფალტებისთვის “შარას” 500 000 ლარს გადაუხდიან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესაანთუბანში გზის დაგება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შიდა საუბნო გზის ოთხი მონაკვეთის მოწესრიგება, რომლის ღირებულებაც 500 000 ლარი იქნება.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები და დაგეგმილია სანიაღვრე არხის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. სულ მოასფალტდება 1 კილომეტრი გზის საფარი. პროექტი ხორციელდება რეგიონული გავითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით”, – ამბობენ ქარელის მერიაში. 

სამუშაოებს შპს „შარა“ ასრულებს, რომლის ერთ-ერთი მეწილე გორის მაჟორიტარი-დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის შვილი ოფელია მაკრახიძეა.

დატოვეთ კომენტარი