ახალი ამბები

რუსთაველის ქუჩაზე კვლავ ორმხრივი მოძრაობის აღდგენა არ იგეგმება – ხაშურის მერია

ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე კვლავ ორმხრივი მოძრაობის აღდგენა არ იგეგმება, – ამის შესახებ ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა გვითხრა.

“რუსთაველის ქუჩა ცალმხრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გახდა. ქუჩაზე კვლავ ორმხრივი მოძრაობის აღდგენა ხაშურის მერიაში არ განიხილება”, – ამბობს ნინო სუხიაშვილი.

ამავე თემაზე: ხაშურში, რუსთაველის ქუჩის გაცალმხრივება მოსწავლეებს პრობლემებს და საფრთხეს უქმნის

ხაშურში მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობით უკმაყოფილოა, რაზეც სისტემატიურად წერენ სოციალურ ქსელებში.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა გასულ წელს გახდა. 

დატოვეთ კომენტარი