ახალი ამბები

ქარელის მერია 20-მეტრიან სადროშე ბოძში 23 000 ლარს გადაიხდის

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია სადროშე ბოძს ყიდულობს, რაშიც 23 000 ლარის დახარჯვას აპირებს.

მერიამ ბოძის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. ბოძის მონტაჟი ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა მოხდეს.

ინფორმაციისთვის, იგივე ზომის სადროშე ბოძის ყიდვას ხაშურის მერიაც აპირებს. მას ამისთვის 20 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

დატოვეთ კომენტარი