ახალი ამბები

“მე მოვალ – სიზმარი” – სპექტაკლი გორის თეატრში 

27 მარტს, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, ნიკოლოზ ჰაინე -შველიძის რეჟისორობით გაიამრთება სპექტაკლი “მე მოვალ – სიზმარი”. 

ლიტერატურული მონოსპექტაკლი გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული წარმოდგენაა, რომელიც უპირველსად ჩაფიქრებულია, როგორც ერთგვარი გზამკვლევი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტის რთულ და წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროში გასარკვევად.

“საქართველოში ყველას თავისი გალაკტიონი ჰყავს, მისი ცხოვრების დრამა კი იმდენ წინააღმდეგობრივ კოლიზიას მოიცავს, რომ ერთი მათგანიც კი სრულიად საკმარისი იქნებოდა სასცენო დრამატურგიული კონფლიქტის გასაშლელად”, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სპექტაკლში მონაწილეობენ დათო დარჩია და მაკა შალიკაშვილი. მუსიკალურად  აფორმებს გიორგი საძაგლიშვილი. დასაწყისი 19:00 საათზე.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში 0370277932; 577390350.

ან ვებგვერდზე WWW..BILETEBI.GE. 

დატოვეთ კომენტარი