ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის მერიაში უთხრეს.
“აღნიშნული სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური მას მას შემდეგ გახდა, რაც სამსახურის უფროსმა ოთარ მახარაშვილმა თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა სამუშაოდ”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში.
ამ ეტაპზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას შოთა კუჭაიძე ასრულებს. იგი აღნიშნულ სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა.
დატოვეთ კომენტარი