ახალი ამბები

ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად გიორგი პაპიაშვილი დაინიშნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად გიორგი პაპიაშვილი დაინიშნა.

“ჩაითვალა, რომ ინფრასტრუქტურა თავისი დიდი მოცულობის პროექტებით ცალკე სამსახურად უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული და თავისთავად საჭირო გახდა სამსახურის ხელმძღვანელი. და გიორგი პაპიაშვილი დაინიშნა შიდა კონკურსით”, –  გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. 

ნინო სუხიაშვილის თქმით, განყოფილების სამსახურად გარდაქმნამდე, გიორგი პაპიაშვილი განყოფილების უფროსი იყო. 

დატოვეთ კომენტარი